saqarTvelos mRvimeebi - sveris mRvime

 

კარსტული მღვიმე ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სვერის მიდამოებში. ზღვის დონიდან 690 მ. გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. მღვიმის წინა მონაკვეთი სუბჰორიზონტულია, ბოლო საფეხურებიანი. ჯამური სიგრძეა 280 მ. გვხვდება სტალაქტიტები, სტალაგმიტები, კედლის ნაღვენთები და ნგრეული მასალა.